

კომპანია ფესტო გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს სხვადასხვა საჭიროებისთვის:
✔️ რკინის სასაწყობე კონტეინერები – 20 და 40 ფუტიანი სტანდარტული ზომებით;
✔️ სენდვიჩ პანელის ნაკეთობები – მობილური ოფისები, საცხოვრებელი სივრცეები, “დრაივი” და სხვა მოდულური გადაწყვეტილებები;
✔️ ხის კოტეჯები – ესთეტიკური და დახვეწილი დიზაინით შექმნილი სახლები, კოტეჯები და კომერციული ფართები.
ჩვენი ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალებით და 20 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. შედეგი — გამძლე, მობილური და ფუნქციური კონსტრუქციებია, რომლებიც იდეალურად ერგება როგორც საცხოვრებელ, ისე ბიზნეს მიზნებს.
შეძენის ან ქირაობის შემთხვევაში, ვუზრუნველყოფთ სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე.

ჩვენ შესახებ
რა განასხვავებს Phaesto-?
მაღალი ხარისხი და სანდოობა
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სერთიფიცირებულ, მასალებს და ვზრუნავთ თითოეულ დეტალზე — საბოლოო შედეგი კი გამძლე, ესთეტიკური და კომფორტული სივრცეა, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
სრული მობილურობა — წაიღე სადაც გინდა
ჩვენი კონტეინერები ადვილად გადაადგილდება, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია წაიყვანო საცხოვრებლად, სამუშაოდ ან დასასვენებლად ქვეყნის ნებისმიერ წერტილში — სწრაფად და მარტივად.
მრავალფეროვანი არჩევანი საჭიროებაზე მორგებით
იქნება ეს საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფართი თუ საზღვაო კონტეინერი — შენ ირჩევ ფორმატს, ჩვენ მოვარგებთ შენს მიზნებს. კოტეჯები, მინი-სახლები, ოფისები, საზღვაო კონტეინერები და აშ
მოქნილი პირობები — შეძენაც და იჯარაც შესაძლებელია
ვაცნობიერებთ, რომ ყველას სხვადასხვა გეგმა და ბიუჯეტი აქვს — სწორედ ამიტომ გთავაზობთ როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან გადაწყვეტილებებს. აირჩიე შენთვის სასურველი მოდელი და გადაწყვიტე, გსურს მისი შეძენა თუ დროებით გამოყენება — ჩვენ მაქსიმალურად მოგარგებთ პირობებს.
პროექტები





მომხმარებლების შეფასებები
საოფისე კონტეინერი
„ფესტოსგან შევიძინეთ საოფისე კონტეინერი სენდვიჩ პანელით. ხარისხი უმაღლესია — სუფთა სამუშაო სივრცე, კარგი თბოიზოლაცია და დახვეწილი დიზაინი. რაც მთავარია, ყველაფერი დროულად და მოწესრიგებულად მოხდა.“

აკაკი
მეწარმე და დამფუძნებელი
საზღვაო კონტეინერი
„გვინდოდა კონტეინერი მცირე საწყობისთვის — ფესტომ 40 ფუტიანი რკინის კონტეინერი შემოგვთავაზა. იდეალური მდგომარეობა, სწრაფი მიწოდება და კონკურენტული ფასი. ძალიან კმაყოფილები ვართ მომსახურებით.

გენადი
მშენებლობის ზედამხედველი
კოტეჯი
„ხის კოტეჯი ავაწყვეთ აგარაკისთვის. ლამაზი ვიზუალი, ხარისხიანი მასალები და მყუდრო გარემო. კომპანიამ ბოლომდე გაგვიწია მხარდაჭერა მონტაჟისა და ტრანსპორტირების დროსაც.“

ანა
ინდივიდუალური მომხმარებელი
ხშირად დასმული კითხვები:
დაგვიკავშირდი
ხარისხი, მოქნილობა და კომფორტი — ყველაფერი, რაც თქვენს ახალ კოტეჯსა თუ კონტეინერს გამორჩეულს ხდის.
შესაძენად დაგვიკვავშირდი
